რეაქტის და ნოუდის ბუთქემფის პროგრამა
დონე:
დამწყები
რედბერიდან გულითადად მოგესალმები 👋
🎉 ეს დეველოპერების ბუთქემფის პროგრამის გვერდია. შესაბამისად, თუ დამწყები დეველოპერი ხარ და განვითარება გაინტერესებს, საუკეთესო ადგილას მოხვდი 🙌
ამ ეტაპზე მიღებას React და Node.JS-ის ერთიან უფასო, ანაზღაურებად ბუთქემფზე ვაცხადებთ 🚀
რედბერიში წლების განმავლობაში მრავალმა დეველოპერმა გაიარა გზა ჯუნიორობიდან სენიორობამდე. ჩვენ გავაანალიზეთ რა არის საჭირო ამ გზის შესამოკლებლად და გასამარტივებლად. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით ბუთქემფის პროგრამა, რომელიც 4 თვის განმავლობაში შეგძენს პრაქტიკულ გამოცდილებასაც (რამდენიმე პროექტს დაწერ React, Node stack-ზე) და თეორიულ ცოდნასაც. ეს ერთის მხრივ კარგ ჯუნიორად ჩამოგაყალიბებს, მეორეს მხრივ კი მყარ საფუძველს შეგიქმნის სამომავლო განვითარებისთვის. ბუთქემფის პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ შეძლებ ჩვენს ტექნიკურ გუნდს შემოუერთდე და სხვადასხვა საინტერესო საერთაშორისო პროექტებზე იმუშავო. 🚀
რედბერის ამჟამინდელი კლიენტები დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში დაფუძნებული ტექ სტარტაპები, საშუალო და დიდი კომპანიებია. ჩვენი ხედვაა ჩამოვყალიბდეთ დიდი ზომის, საერთაშორისო მნიშვნელობის ციფრული სერვისების სააგენტოდ. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და დეველოპერებზე სასწაული სიჩქარით მზარდ მოთხოვნას. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს ბუთქემფის პროგრამაც. გვჯერა, საქართველოში, დღეს ცოტა რამაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის და განვითარების ხელშეწყობა. ამ გზით შეგვიძლია საქართველოდან შევქმნათ მნიშვნელოვანი ღირებულება თანამედროვე სამყაროსთვის ⭐️
ვისთვისაა პროგრამა განკუთვნილი?
🔥 სუპერ მოტივირებული ადამიანებისთვის
⚙ ვინც საბაზისო დონეზე იცის HTML, CSS, JS
💻 და შეუძლიათ საკუთარ თავზე მუშაობა, დაბრკოლებების გადალახვა
თუ ზემოთ შენი თავი ამოიცანი, შენ გეძებთ 👊
რაღა თქმა უნდა ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ საწყის ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გქონდეს დიდი მოტივაცია და არ შეუშინდე დაბრკოლებებს. We need you, NEVER-GIVE-UP types! 🚀
რა უნდა ვიცოდე რომ ბუთქემფში ჩავერთო?
და მაინც რა უნდა იცოდე, რომ რედბერის ბუთქემფში ჩაერთო
- HTML ის საფუძვლები: რას წარმოადგენს HTML, რა არის ტეგი, ატრიბუტი, სტილი. ძირითადი ტეგები და ტეგების სტრუქტურა.
- CSS ის საფუძვლები: რას წარმოადგენს CSS, რა არის კლასები, ინდენტიფიკატორები, მედიაქვერები და ა.შ.
- JS ის საფუძვლები: რა არის ჯავასკრიპტი და რისთვის გამოიყენება. ჯავასკრიპტის შემადგენელი კომპონენტები: ცვლადები, ფუნქციები, მასივები, if პირობები, ციკლები, რექვესთის გაგზავნა, რესფონსის დამუშავება, DOM და ა.შ.
დამატებით რას გავითვალისწინებთ
- git-ისა და github-ის გამოყენების გამოცდილებას
- ლინუქსის რომელიმე დისტრიბუციასთან (მაგ: Ubuntu) გამოცდილებას
P.S. მოთხოვნებს ნუ შეუშინდები. გირჩევ, ყველა ვარიანტში სცადო. ამით ნამდვილად არაფერს დაკარგავ 😉
რას მივიღებ ბუთქემფისგან?
ბუთქემფის პროგრამა მიზნად ისახავს ჩამოყალიბდე სრულფასოვან ჯუნიორ დეველოპერად. 🎉 მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას და კარგი წარმოდგენა შეგექმნება როგორ მუშაობს აპლიკაციის განვითარების სრული სასიცოცხლო ციკლი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბუთქემფის დასრულების შემდეგ გეცოდინება ზუსტად როგორ და რა მიმართულებით უნდა იმუშაო საკუთარ თავზე 🚀
ბუთქემფის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე იქნები მენტორთან და ასევე Slack-ში გექნება ურთიერთობა ბუთქემფის პროგრამაში ჩართულ სხვა დეველოპერებთან. ჩვენი გამოცდილებით, აქტიურობა, კითხვების დასმა და ერთმანეთის დახმარება სასწაულად მნიშვნელოვანია პროგრამისგან მაქსიმალური ცოდნის მისაღებად.
უფრო დეტალურად ინფორმაციის მისაღებად გადახედე პროგრამის კურიკულუმს 👇
React/NodeJS ბუთქემფის განმავლობაში შეისისხლხორცებ ძირეულ საკითხებს, ასევე საკმაო შეხება გექნება შენი შექმნილი აპლიკაციის სერვერზე(პროდაქშენზე) გამართვასთან 🔥
ესაა ძირითადი ასპექტები, რასთანაც ბუთქემის განმავლობაში აქტიურად გექნება შეხება:
- გიტის საფუძვლები, ძირითადი ბრძანებები, გიტჰაბთან მუშაობის გამოცდილება
- დეველოპმენტის გარემოს გამართვა
- კოდის ხარისხის კონტროლის ხელსაწყოები – ESLint & Prettier
- დავალება 0 – Hello World React
- React-ის კურსი [What is React, JSX, State, Components, Next.js]
- კურსის ვიდეოების ნახვა
- ვიდეოების შესაბამისად კოდის წერა
- მენტორის ლექციები
- დავალება I – პროექტი [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება II – პროექტი [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- NodeJS-ის კურსი [What is Node.JS, Express, APIs, Validation, etc.]
- კურსის ვიდეოების ნახვა
- ვიდეოების შესაბამისად კოდის წერა
- მენტორის ლექციები
- დავალება III – პროექტი [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება IV – პროექტი [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება V – პროექტი [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
კურსების და პროექტების განმავლობაში შენ შეისწავლი:
- React
- რა არის საერთოდ React. რა განასხვავებს ბიბლიოთეკას ფრეიმვორქისაგან, რომელია React.JS
- რატომ გვჭირდება React? რითია უკეთესი Vanilla Javascript-ზე
- რა არის JSX?
- რა არის State და რეაქტიულობა?
- რა არის კომპონენტი? Class Based და Functional კომპონენტები
- React Hooks
- Cypress
- State Management ხელსაწყოები: Context API & Redux
- react-hook-form ბიბლიოთეკა ვალიდაციისათვის
- Typescript
- React App Deployment
- Node.JS
- რა არის Node.JS და რა კავშირშია ჯავასკრიპტთან
- რა არის Express.JS და როგორ გამოვიყენოთ
- Mongodb-ის მონაცმთა ბაზა
- ვალიდაციები Node.JS-ში
- API-სთან მუშაობა
- Middleware-ები
- Swagger-ის გამართვა
- Tailwind.css
- სერვერის ინფრასტრუქტურა
- სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა
- რა განსხვავებაა დეველოპმენტ და პროდაქშენ გარემოს შორის?
- რა არის Nginx?
- რა არის PM2
- CI \ CD ფაიფლაინი
და მრავალ სხვა საინტერესო საკითხს 😇

რა ეტაპებია გასავლელი, რომ ჩავერთო ბუთქემფში?
I ეტაპი: გაგვიზიარე მონაწილეობის სურვილი კითხვარის შევსებით ✊
შეავსე აპლიკაცია -> https://forms.gle/1Dpt6DGipPAQwwej8
II ეტაპი: გაგიზიარებთ დავალების ტექნიკურ ამოცანას, რომელსაც ჩვენი გუნდი დაწვრილებით აგიხსნის, მოგაწვდის დოკუმენტაციასა და დიზაინს, ვუპასუხებთ თითოეულ კითხვას. დავალებაზე დაყრდნობით კი შექმნი პატარა აპლიკაციას. We promise you, it will be fun! 😎
შემოგვიერთდი
თუ ეს პროგრამა შენთვის საინტერესოდ ჟღერს და მზად ხარ ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად, გამოგზავნე განაცხადი შენთვის საინტერესო პროგრამაზე 🤘
გაქვს კითხვები?