ლარაველი და ვიუს/რეაქტის ბუთქემფის პროგრამა
დონე:
დამწყები
რედბერიდან გულითადად მოგესალმები 👋
🎉 ეს დეველოპერების უფასო ბუთქემფის პროგრამის გვერდია. შესაბამისად, თუ დამწყები დეველოპერი ხარ და განვითარება გაინტერესებს, საუკეთესო ადგილზე მოხვდი 🙌
ამ ეტაპზე Laravel და React და Laravel და Vue-ს ბუთქემის პროგრამებზე ვაცხადებთ მიღებას 🚀
რედბერიში წლების განმავლობაში მრავალმა დეველოპერმა გაიარა გზა ჯუნიორობიდან სენიორობამდე. ჩვენ გავაანალიზეთ რა არის საჭირო ამ გზის შესამოკლებლად და გასამარტივებლად. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით ბუთქემფის პროგრამა, რომელიც 4 თვის განმავლობაში შეგძენს პრაქტიკულ გამოცდილებასაც და თეორიულ ცოდნასაც. ეს ერთის მხრივ კარგ ჯუნიორად ჩამოგაყალიბებს, მეორეს მხრივ კი მყარ საფუძველს შეგიქმნის სამომავლო განვითარებისთვის. ბუთქემფის პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ შესაძლებლობა გექნება ჩვენს ტექნიკურ გუნდს შემოუერთდე და სხვადასხვა საინტერესო საერთაშორისო პროექტებზე იმუშავო. 🚀
რედბერის ამჟამინდელი კლიენტები დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში დაფუძნებული ტექ სტარტაპები, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებია. ჩვენი ხედვაა ჩამოვყალიბდეთ დიდი ზომის, საერთაშორისო მნიშვნელობის ციფრული სერვისების სააგენტოდ. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და დეველოპერებზე სასწაული სიჩქარით მზარდ მოთხოვნას. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს ბუთქემფის პროგრამაც. გვჯერა, საქართველოში, დღეს ცოტა რამაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის და განვითარების ხელშეწყობა. ამ გზით შეგვიძლია საქართველოდან შევქმნათ მნიშვნელოვანი ღირებულება თანამედროვე სამყაროსთვის ⭐️
ვისთვისაა პროგრამა განკუთვნილი?
🔥 სუპერ მოტივირებული ადამიანებისთვის
🧙♂ ვინც საბაზისო დონეზე იცის HTML, CSS, JS და ინგლისური B1+ დონეზე
🤓 ვისაც სრულ განაკვეთზე შეუძლია ბუთქემფში ჩართვა (სტუდენტებს ექნებათ ხელშეწყობა)
✊ და ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა, დაბრკოლებების გადალახვა
თუ ზემოთ შენი თავი ამოიცანი, შენ გეძებთ 👊
რაღა თქმა უნდა ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ საწყის ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გქონდეს დიდი მოტივაცია და არ შეუშინდე დაბრკოლებებს. We need you, NEVER-GIVE-UP types! 🚀
რა უნდა ვიცოდე რომ ბუთქემფში ჩავერთო?
და მაინც რა უნდა იცოდე, რომ რედბერის ბუთქემფში ჩაერთო
- HTML ის საფუძვლები: რას წარმოადგენს HTML, რა არის ტეგი, ატრიბუტი, სტილი. ძირითადი ტეგები და ტეგების სტრუქტურა.
- CSS ის საფუძვლები: რას წარმოადგენს CSS, რა არის კლასები, ინდენტიფიკატორები, მედიაქვერები და ა.შ.
- JS ის საფუძვლები: რა არის ჯავასკრიპტი და რისთვის გამოიყენება. ჯავასკრიპტის შემადგენელი კომპონენტები: ცვლადები, ფუნქციები, მასივები, if პირობები, ციკლები, რექვესთის გაგზავნა, რესფონსის დამუშავება, DOM და ა.შ.
დამატებით რას გავითვალისწინებთ
- git-ისა და github-ის გამოყენების გამოცდილებას
- ლინუქსის რომელიმე დისტრიბუციასთან (მაგ: Ubuntu) გამოცდილებას
- რომელიმე Front-End ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილებას
- php-ის საფუძვლების ცოდნას იქნება პლუსი(მაგრამ არაა სავალდებულო 😉)
- Laravel ფრეიმვორქთან სულ მცირე შეხებასაც კი (მაგრამ არაა სავალდებულო 😉)
P.S. მოთხოვნებს ნუ შეუშინდები. გირჩევ, ყველა ვარიანტში სცადო. ამით ნამდვილად
არაფერს დაკარგავ 😉
რას მივიღებ ბუთქემფისგან?
ბუთქემფის პროგრამა მიზნად ისახავს ჩამოყალიბდე სრულფასოვან ჯუნიორ დეველოპერად. 🎉 მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას და კარგი წარმოდგენა შეგექმნება როგორ მუშაობს აპლიკაციის განვითარების სრული სასიცოცხლო ციკლი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბუთქემფის დასრულების შემდეგ გეცოდინება ზუსტად როგორ და რა მიმართულებით უნდა იმუშაო საკუთარ თავზე 🚀
ბუთქემფის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე იქნები მენტორთან და ასევე Slack-ში გექნება ურთიერთობა ბუთქემფის პროგრამაში ჩართულ სხვა დეველოპერებთან. ჩვენი გამოცდილებით, აქტიურობა, კითხვების დასმა და ერთმანეთის დახმარება სასწაულად მნიშვნელოვანია პროგრამისგან მაქსიმალური ცოდნის მისაღებად.
უფრო დეტალურად ინფორმაციის მისაღებად გადახედე პროგრამის კურიკულუმს 👇
Laravel და Vue.JS ბუთქემფის განმავლობაში შეისისხლხორცებ back-end-ის, front-end-ისა და სერვერული ინფრასტრუქტურის ძირეულ საკითხებს 🔥
ესაა ქრონოლოგიურად, რასთანაც ბუთქემფში აქტიურად მოგიწევს შეხება:
- გიტის საფუძვლები, ძირითადი ბრძანებები, გიტჰაბთან მუშაობის გამოცდილება
- დეველოპმენტის გარემოს გამართვა
- დავალება 0 – Hello World Laravel
- [პროექტი] ბლოგის შექმნა Laravel 9-ზე
- კურსის ვიდეოების ნახვა
- ვიდეოების შესაბამისად კოდის წერა
- ყოველი ვიდეოს შემდეგ შესრულებული სამუშაოს გიტზე დაკომიტება და დაფუშვა
- რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად
- მენტორის ლექციები
- დავალება I – პროექტი Movie Quotes [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება II – პროექტი Coronatime [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- Vue.JS ვიდეო კურსი
- კურსის ყურება
- ვიდეოების შესაბამისად კოდის წერა
- მენტორის ლექციები
- დავალება III – პროექტი Covid Questionnaire [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება IV – პროექტი Movie Quotes(Upgraded)[რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
კურსების, პრეზენტაციებისა და პროექტების განმავლობაში შენ შეისწავლი:
- რა არის საერთოდ Laravel. რა განასხვავებს ბიბლიოთეკას ფრეიმვორქისაგან და რატომაა Laravel ფრეიმვორქი
- Blade – ლარაველის მძლავრი template engine
- კოდის წერის სტანდარტები CS Fixer თან ერთად
- Artisan – ლარაველის ძირითადი Command Line Tool
- OOP პროგრამირება
- მარშრუტირება
- ავტორიზაცია და Middleware-ები
- ვალიდაცია
- CSRF და XSS შეტევებისაგან თავდაცვა ლარაველში
- ქეშირება
- HTTP მოთხოვნების გაკეთება ლარაველიდან
- Unit და Feature ტესტები, Code Coverage
- Webpack-ის აბსტრაქცია Laravel Mix-ით
- Laravel-ის Mail სერვისი
- ლოკალიზაცია ლარაველში
- ლარაველის Spatie Translatable ბიბლიოთეკა
- Laravel Queues
- Tailwind.css
- რა არის Vue.JS?
- Vue.JS 2 V.S. Vue.JS 3
- Vue.JS -ის კომპონენტები
- State და State Management Front-End ტექნოლოგიებში
- კოდის წერის სტანდარტები ESLint && Prettier თან ერთად
- Vue Composition API
- Vue.JS ფორმების მართვა და ვალიდაცია
- JWT ავტორიზაცია
- Vue.JS app Deployment
- Laravel & Vue.JS ერთ პროექტზე
- სერვერის ინფრასტრუქტურა
- სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა
- რა განსხვავებაა დეველოპმენტ და პროდაქშენ გარემოს შორის?
- რა არის Nginx?
- რა არის PHP-FPM
- CI \ CD ფაიფლაინი
და მრავალ სხვა საკითხს 😇
Laravel და React.js ბუთქემფის განმავლობაში შეისისხლხორცებ back-end-ის, front-end-ისა და სერვერული ინფრასტრუქტურის ძირეულ საკითხებს 🔥
ესაა ქრონოლოგიურად, რასთანაც ბუთქემფში აქტიურად მოგიწევს შეხება:
- გიტის საფუძვლები, ძირითადი ბრძანებები, გიტჰაბთან მუშაობის გამოცდილება
- დეველოპმენტის გარემოს გამართვა
- დავალება 0 – Hello World Laravel
- [პროექტი] ბლოგის შექმნა Laravel 9-ზე
- კურსის ვიდეოების ნახვა
- ვიდეოების შესაბამისად კოდის წერა
- ყოველი ვიდეოს შემდეგ შესრულებული სამუშაოს გიტზე დაკომიტება და დაფუშვა
- რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად
- მენტორის ლექციები
- დავალება I – პროექტი Movie Quotes [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება II – პროექტი Coronatime [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- React-ის კურსი [What is React, JSX, State, Components, Next.js]
- ვიდეოების შესაბამისად კოდის წერა
- რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად
- მენტორის ლექციები
- დავალება III – პროექტი Covid Questionnaire [რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
- დავალება IV – პროექტი Movie Quotes(Upgraded)[რეგულარული კოდრევიუ მენტორთან ერთად]
კურსების და პროექტების განმავლობაში შენ შეისწავლი:
- რა არის საერთოდ Laravel. რა განასხვავებს ბიბლიოთეკას ფრეიმვორქისაგან და რატომაა Laravel ფრეიმვორქი
- Blade – ლარაველის მძლავრი template engine
- კოდის წერის სტანდარტები CS Fixer თან ერთად
- Artisan – ლარაველის ძირითადი Command Line Tool
- OOP პროგრამირება
- მარშრუტირება
- ავტორიზაცია და Middleware-ები
- ვალიდაცია
- CSRF და XSS შეტევებისაგან თავდაცვა ლარაველში
- ქეშირება
- HTTP მოთხოვნების გაკეთება ლარაველიდან
- Unit და Feature ტესტები, Code Coverage
- Webpack-ის აბსტრაქცია Laravel Mix-ით
- Laravel-ის Mail სერვისი
- ლოკალიზაცია ლარაველში
- ლარაველის Spatie Translatable ბიბლიოთეკა
- Laravel Queues
- Tailwind.css
- React:
- რა არის საერთოდ React. რა განასხვავებს ბიბლიოთეკას ფრეიმვორქისაგან, რომელია React.JS
- რატომ გვჭირდება React? რითია უკეთესი Vanilla Javascript-ზე
- რა არის JSX?
- რა არის State და რეაქტიულობა?
- რა არის კომპონენტი? Class Based და Functional კომპონენტები
- React Hooks
- Cypress
- State Management ხელსაწყოები: Context API & Redux
- react-hook-form ბიბლიოთეკა ვალიდაციისათვის
- Typescript
- React App Deployment
- კოდის წერის სტანდარტები ESLint && Prettier თან ერთად
- JWT ავტორიზაცია
- Laravel & React.JS ერთ პროექტზე
- სერვერის ინფრასტრუქტურა
- სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა
- რა განსხვავებაა დეველოპმენტ და პროდაქშენ გარემოს შორის?
- რა არის Nginx?
- რა არის PHP-FPM
- CI \ CD ფაიფლაინი
და მრავალ სხვა საკითხს 😇
რა ეტაპებია გასავლელი, რომ ჩავერთო ბუთქემფში?
პირველ რიგში შემოგვეხმიანე 🙌
I ეტაპი: გაგვიზიარე მონაწილეობის სურვილი კითხვარის შევსებით ✊
რეგისტრაცია დასრულებულია
*განაცხადებს ვიღებთ 2 თებერვლის, 18:00 საათამდე*
II ეტაპი: გაგიზიარებთ დავალების ტექნიკურ ამოცანას, რომელსაც ჩვენი გუნდი დაწვრილებით აგიხსნის, მოგაწვდის დოკუმენტაციასა და დიზაინს, ვუპასუხებთ თითოეულ კითხვას. დავალებაზე დაყრდნობით კი შექმნი პატარა აპლიკაციას. We promise you, it will be fun! 😎
III ეტაპი: დავალებაზე დაყრდნობით დაიგეგმება გაცნობითი შეხვედრა, რის შემდეგაც უკვე საბოლოო პასუხითაც მოგიბრუნდებით 😇
უშუალოდ პროგრამა 20 მარტს დაიწყება 🚀
შემოგვიერთდი
თუ ეს პროგრამა შენთვის საინტერესოდ ჟღერს და მზად ხარ ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად, გამოგზავნე განაცხადი შენთვის საინტერესო პროგრამაზე 🤘
გაქვს კითხვები?